20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე,  სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებული თავდასხმა თბილისში: მარკეტში შეჭრილი მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარ ბავშვებზე, საზოგადოების შეგროვებული თანხა კი ხალხის პასუხია