15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას,  რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თურქეთი მზადაა ირანთან შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ირანთან შეთანხმებაზე ახალ ამბებს დღესვე ველოდებით, საბოლოო განცხადებას დონალდ ტრამპი გააკეთებს