პოლიციამ ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ცნობით, გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს?-გია ხუხაშვილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ეს საკითხი მე რომ მეხებოდეს და დარწმუნებული ვიყო ჩემს სიმართლეში, ბოლომდე ჩავყვებოდი”-გოგიჩაიშვილი წერილზე