პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა. კორპუსის მაცხოვრებლებს ბინებში უსაფრთხოების წესების დაცვით შესვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ეხმარებიან.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ამ ეტაპზე, დაზარალებული მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებელი ადგილებით. როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის სრული შემოწმების შემდეგ, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად ექვემდებარება ის აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოში გლოვის დღეა
შემდეგი სტატიაძლიერი თოვა და ზვავსაშიშროება – კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია