პოლიციამ დაკითხა პირი,რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 16 აგვისტოს ღამით დოლიძის ქუჩაზე ნაცნობთან იმყოფებოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირი გუშინვე გამოიკითხა.

ამასთან, შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილის სარჩელი სემეკ-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
შემდეგი სტატიაახმეტის მერიამ თუშეთში ერთ ფრენაში 21 300 ლარი გადაიხადა-აუდიტის სამსახური