პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავა

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ქვემო ქართლში სამი პირი, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ., 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ. ქვემო ქართლში სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს.

პოლიციამ ა.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კოროვინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 19 ვაზნა ამოიღეს. ნ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „GOLD STAR“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ს.ჩ.-სგან კი – ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 33 ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, სამორინეში მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, პირად მოტივს უკავშირდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის