18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

“პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ჩვენ არ გვინდა ვინმემ თქვას -მოდით, დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ, რადგან აშშ ზურგს გვიმაგრებს
შემდეგი სტატიამშენებლობის ნებართვის მოპოვების საბაბით მოქალაქეს 83 000 ლარი დასტყუეს — შსს-მ ერთი პირი დააკავა