33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და  ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები,მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა.

საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია  ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში60 000 ლარამდე ზარალი სავაჭრო ობიექტს: თბილისში სამი არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიაავტომანქანების გაქურდვის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი დააკავეს