15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა” და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიავტომობილის გატაცების ფაქტზე 14 წლის მოზარდი დააკავეს- არასრულწლოვანი წარსულში მანქანის გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული
შემდეგი სტატიაკობახიძე ბოჭორიშვილთან ერთად სომხეთში EU-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა