პოლიციამ ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული პირი ცეცხლის
წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით გორში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ
გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ
– სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას
გულისხმობს.”-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დააინიცირა
შემდეგი სტატიარობაქიძის გამზირზე ავტომობილების სადგომის ნაცვლად სკვერი მოეწყო