პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ბელგიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი ნაზიმ ლააშრაუია.

სამართალდამცავების ცნობით, მისი დნმ-ით დგინდება, რომ ის ასევე მონაწილეობდა პარიზის ტერაქტებშიც.

“RTBF”- ის ცნობით, ასევე დადგენილია ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა, ისინი ძმები – ჰალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: დათა ახალაიაზე ინტერპოლის გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ჩვენ საარჩევნო პლატფორმაში გვექნება, რომ თუ ვინმე ფარულ ჩანაწერს გააკეთებს, პასუხს აგებს