პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით ,დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ნაცნობი – 1988 წელს დაბადებული ი.ზ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისშედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით,განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიUNICEF-ი კვლევის თანახმად, ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვის
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავა – ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რომლითაც ინფორმაციას მივაწვდით აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მტერი, გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია