პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986
წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის
განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში,
ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა.

სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს
განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 2 აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა.
გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი
საკუთრებაა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ამოღებულ სამკაულებზე ჩატარდა
ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
შემდეგი სტატია„მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა