პოლიციამ ბათუმში “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“
ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში,
იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი
ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად
არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგადმომაბარონ უფლებამოსილება და მთლიანად დავალაგებ საკითხს, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ზელენსკის ვათქმევინებთ, რომ ჩვენთან ერთად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცითო – ვაშაძე
შემდეგი სტატიაადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის, თბილისთან ერთად, ქუთაისსა და ახალციხეში ალტერნატიული ადგილები შესთავაზა – თსუ