პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის
ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი
სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი
დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში
დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცების
სახით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ
შემდეგი სტატიადღეს მთელი საქართველო გლოვობს, ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები