26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში,
ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების
საფუძველზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი: ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით