23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო
შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, აღნიშნულმა პირმა
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა
მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე
დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე
ბრალდებული 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში დააკავეს.
banner
წინა სტატიაშისუს-მა თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავა — ნიგერიის მოქალაქეს ბინადრობის სანაცვლოდ 3000 დოლარი გამოართვეს
შემდეგი სტატიადაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელმაც საზღვარზე 143 817 ლარის ოქროს ზოდები გადმოიტანა