პოლიციამ ბათუმში აქციაზე „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

პოლიციამ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.

„მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.

მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, – წერს „ნეტგაზეთი“.

დაკავებულები არიან: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, მზია ამაღლობელი, თათია აბულაძე, მალხაზ ირემაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, თეონა ბერიძე, ნანა შავაძე, თემურ ქათამაძე.

„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება:

„ერთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს, როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რასაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული“ – ამბობს თურაძე.

banner
წინა სტატიაშიშთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და დაპატიმრებების მიუხედავად, აგრძელებს პროტესტს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ -უილსონი
შემდეგი სტატიამედიის ადვოკატირების კოალიცია გამოცემა „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს