პოლიციამ ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი
მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს
დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის
ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ.
დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა
გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს
სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და
ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას
ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში
გარდაიცვალა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და
ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10
თებერვალს ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაშისვანეთის უბანში გაზი აფეთქდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა