პოლიციამ ბაგრამიანის პროსპექტი მავთულხლართებით გადაკეტა

erevani1245დემონსტრანტებმა, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფების მხარდასაჭერად გამოდიან, პროსპექტზე, სადაც სამთავრობო შენობებია განტავსებული, მოძრაობა გადაკეტეს. ისინი მანქანებს, მათ შორის პოლიციას, მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. პოლიცია სრული აღჭურვილობით არის გამოსული და ბაგრამიანის პროსპექტი მავთულხლარტებით გადაკეტა.

შეგახსენებთ, დემონსტრანტები მხარს უჭერენ სამხედრო დაჯგუფებას „სასნა ცრერს“, რომელიც ორი კვირის წინ შეიჭრა და დაიკავა პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა. დემონსტრანტები არ აპირებენ დაშლას. მათი მოქმედების გეგმები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გუშინ, ერევანში ადგილი ჰქონდა შეტაკებას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, რომლის დროსაც სამართალამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ათეულობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ჭრილობით და დამწვრობით.

banner
წინა სტატიაში(video) ტეხასში საჰაერო ბურთის ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაალეპოში ბოევიკები სირიის არმიას ბარდებიან