პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა
ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული
სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო
მიკროავტობუსს შეეჯახა.
აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა
მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის
დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე
მგზავრი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკახა ძაგანია – “ნაცმოძრაობის” მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა!”
შემდეგი სტატიამერაბ ჭიქაშვილი – “როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო?”