14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას და მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.მ. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

 

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს?!
შემდეგი სტატიაპოლიციამ ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა