პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – მოვუწოდებთ ყველას, ვინც აპირებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უარი თქვან განზრახვის აღსრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ, შეეგუონ მკაცრ სასჯელს
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაში 1 170 ჯარისკაცი დაკარგეს