პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16
წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის
მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი.

არასრულწლოვანი დაორსულდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი
გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის
შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე
მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ”
ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში მესამედ მოდის-ვინ დგას ოქრუაშვილის გვერდზე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს ხვდება