პოლიციამ ახალციხეში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა გენპროკურორის მიერ წარდგენილი პროკურორები დააჯილდოვა – უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაIDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს