პოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს – ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე პრემიების გაცემას ეხმაურება.
ნადირაშილის თქმით, პოლიციამ პრემია აიღო იმისთვის, რომ წყლის ჭავლით გაუსწორდნენ ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს და კრიმინალთან ერთად ჩაატარეს არჩევნები.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიცია გადაიქცა ინსტიტუტად, რომელიც ემსახურება არა საზოგადოების უსაფრთხოებას, არამედ ასრულებს დიქტატორის დავალებებს.
„როცა ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკა, რომელიც მიდის მუდმივად უკან და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება, მათ ეკონომიკა ჩამოაქციეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და პანდემია გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო მოხელეები იღებენ პრემიებს, ეს არის ამორალური საქციელი პირველ რიგში.
ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი, რომელსაც დღეში 3-4 ლარის დახარჯვა შეუძლიათ მხოლოდ ოჯახის გამოსაკვებად და ამ დროს გვყავს ჩინოვნიკები, რომლებიც მილიონობით პრემიებს ინაწილებენ.
ამ შემთხვევაშიც კი, პოლიციელებს რომ აეღოთ პრემიები იმისთვის, რომ მათ აღკვეთეს კრიმინალი, იმისთვის, რომ მაგალითად მათ დაიჭირეს ესებუა, რომელიც ბანკში შევარდა და წაიღო ნახევარი მილიონი, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ პოლიციელები, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ, იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ეს ასე არ არის.
პირიქით, პოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, იმისთვის, რომ კრიმინალთან ერთად ატარებენ არჩევნებს, ეს არის კატასტროფა, ეს არის ინსტიტუტების ჩამოშლა და პირდაპირი წაქეზება, რომ თუ წყლის ჭავლითა და ხელკეტებით გაუსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, პოლიციელები იცხოვრებენ კარგად, თუ არა და ისინი იცხოვრებენ პრემიების და ხელფასების გარეშე.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვიწევს პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა – ბოკერია
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : მივმართავ ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით