პოლიციამ აჭარაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა