პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში
ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა
ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის
1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანაკლიაში პერფომანსი -აქცია მოძრაობა “შეცვალემ” გამართა