9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 4 243 კოლოფი სიგარეტი და 100 000 ლარზე მეტი
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა