21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო
ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის
ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად
ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო
მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
შემდეგი სტატიაქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ – ქომაგობა არ ჩერდება