პოლიციამ აჭარაში ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის
ფაქტები გახსნეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ.,
1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი
ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო
ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა.

რაც შეეხება დ.მ.-ს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს
მან ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი
მოიპარა, ხოლო წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა,
საიდანაც მანქანის მფლობელის პირადი ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა
ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ა.თ. კი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვიდან
მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის
ბრალდებით დააკავეს. მოპარული მანქანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177 და 177-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის
მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის
ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
შემდეგი სტატიაპანკისში ჰესების თემაზე გამართული სახალხო კრების შემდეგ, სამი უხუცესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს