პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1970 წელს
დაბადებული, ი.ჩ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 200 აბი „სუბოქსინი“
ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში „ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა დღესაც გაიმართება