პოლიციამ აჭარაში 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული კაცები საავადმყოფოში მოათავსეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიALDE, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განცხადებით, პასუხობს
შემდეგი სტატიაშსს–მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა