11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

პოლიციამ აბაშაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1989 წელს დაბადებული ნ.პ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა