15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პოლიციამ 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე,_ აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული  რ.ბ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას –  1 კილოგრამზე მეტი  ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 35 წელი გავიდა
შემდეგი სტატიარა საკითხები განიხილეს მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბრისას