“პოლიციაც ამბობს არ არის ეს კაცი გიორგიო” – ახალი დეტალები გაუჩინარებული პროფესორის საქმეში

ახალი დეტალები გაუჩინარებული პროფესორის საქმეში – “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ წერეთლის 73 ნომერში ამოღებული ვიდეოჩანაწერებით გიორგი გახელაძის ცოლმა ქმარი ერთ-ერთ მამაკაცს მიამსგავსა.

როგორც დაკარგული პროფესორის მეუღლე, ირმა მალაციძე ამბობს, ვიდეოკადრებში ასახული პიროვნება გიორგი გახელაძეს აღნაგობით ჰგავს.

კამერებში ვნახე კადრები. 98.9 მეათედით ვარ დარწმუნებული, რომ გიორგია. დგომის ფორმა, ხელები, ბოლთას სცემს არაადეკვატურად. 10 წუთზე მეტი მიდის-მოდის უაზროდ. ფეხს ითრევს. აშკარად, ფეხი სტკივა და არის დაბნეული სივრცეში. მე ეჭვი არ მეპარება. ჩემს მაზლს ეპარება ეჭვი. არ შეიძლება, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ასე ჰგავდეს. ახლოს კარგად არ ჩანს ხარისხი, ჩანთის ფერი, მაგრამ ჩანთაც იგივე უკიდია, კეპიც იმ ფორმის ახურავს. მაისურით არ არის, ქურთუკით არის, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველთვის დაატარებს ქურთუკს ჩანთით” – ამბობს ირმა მალაციძე.

არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ დაკარგული პროფესორის ძმა და შვილი, რომლებიც “პირველებთან” აცხადებენ, რომ ჩანაწერებში მყოფ მამაკაცსა და გიორგი გახელაძეს შორის ვერანაირი არსებითი მსგავსება ვერ აღმოაჩინეს.

არის კონტურული მსგავსება, მაგრამ გიორგის განსაკუთრებული ნიშნები არ ჰქონდა. მაღალი, ხმელი კაცი იყო. ასეთი უამრავია. პოლიციამ დაათვალიერა, კამერები ამოიღეს უფრო ახლოდანაც და არ არის”, – ამბობს პროფესორის ძმა.

ცოტა ხნის წინ შემდეგ პროფესორის ცოლმა სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გაავრცელდა და თქვა, რომ კაცი, რომელიც კადრებში მის ქმარს მიამგავსა მისი ქამრი არაა და პოლიციაც ამას ეუბნება.

ხალხო, პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო. უბრალოდ ძალიან ჰგავს. მგონი, იმედი გამიცრუვდა. წერეთელზე ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ დღეს ნახეს მსგავსი ადამიანი. მისი სტუდენტი ამბობს, რომ შორიდან დაინახა, ძალიან ჰგავდა და ვერ დავეწიეო. ან ვინმე ორეული ჰყავს, ან არ ვიცი უკვე!

ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე 3 დღის წინ, დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

პროფესორს ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი ეცვა. თან ჰქონდა ზურგჩანთაც.

გარკვეული სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცოლს, ირმა მალაციძეს: 599311090.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა – სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფა და სექსუალური ხასიათის იძულება-პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა