პოლიცია უბნის იმ “მაყურებლებზე” იწყებს “ნადირობას”, ვინც არასრულწლოვანთა დანაშაულების უკან დგას

“ქართული ოცნება” უბნის იმ “მაყურებლზე” ნადირობას იწყებს, ვინც არასრუწლოვანთა დანაშაულის უკან დგას – პარლამენტი კანონს ამკაცრებს.

დეკემბრიდან 53-ე პრიმა მუხლს მეორე და მესამე პრიმა ნაწილები ემატება, რაც დამამძიმებელ გარემოებად ხდის არასრულწლოვანთა დანაშაულში ჩართვას იმ სრულწლოვნებისთვის, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი.

პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როცა განზრახ ან მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და უკანონო ქმედებებში. აღშნიშნული ხშირ შემთხვევაში, სრულწლოვნების მიერ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ერთის მხრივ იზრუნებს იმაზე, რომ ზრუნვის და მხარდაჭერის კომპონენტი გააძლიეროს იმ ბავშვების მიმართ, ვინც კანონთან კონფლიქტში იმყოფებიან და მეორეს მხრივ, გაამკაცროს ის სისხლის სამართლის პოლიტიკა იმ სრულწლოვნების მიმართ, ვინც ამ არასრულწლოვნებს დანაშაულებრივი საქმიანობაში რთავენ”, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

გია ვოლსკის თქმით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური ოპერატიული გეგმა, რომელიც ყველა ქალაქსა და ყველა უბანში გამოავლენს იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა უკან დგანან.

საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენმა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა. ადვილია- თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ თუკი სპეციალური ოპერატიული გეგმა ამასთან დაკავშირებით იქნება შემუშავებული, ყველა უბანში, ეს თბილისი იქნება თუ სხვა ქალაქი, უნდა გამოვლინდეს ის ადამიანები, სრულწლოვანები, რომლებიც აი ამ უბედურებას თესავენ ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სისხლის სამართლის პასუხისმგბელობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვანმა იცოდა, რომ ბავშვი 14 წლამდეა, მაგრამ მაინც ჩაითრია ის დანაშაულში. თეა წულუკიანის განცხადებით, პირი, რომელიც ხელს აწმენდეს 14 წლამდე ასაკის ბავშვს, ბავშვების ვიქტიმიზაციას ეწევა (უთანასწორო მოპყრობა).

ზოგი დამნაშავე, ზოგი პოტენციური დამნაშავე ხელს აწმენდს ბავშვს, 14 წლამდე ასაკის ბავშვს ძირითადად იმ იმიდით, რომ მათი ხელით ჩაიდენს დანაშაულს, თვითონ მშრალზე დარჩება და მოცემულ ბავშვს, რომელიც არ რის სისხლის სამართლის კანონის გაგებით და მიზნებისთვის სრულწლოვანი, არ მოუწევს პასუხისგება. ეს არის ბავშვების ვიქტიმიზაცია და მათი ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში და ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნსი მომავალს”, – ამბობს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშისალონიკში 44 წლის ქართველი ემიგრანტი პარტნიორის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 49 პირი დააკავეს, 14 პირზე ძებნა გამოაცხადა – მათ შორის 5 “კანონიერი ქურდია”