პოლიცია მოძრაობა “გაბედეს” წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევს

დაპირისპირება ათონელის რეზიდენციასთან – პოლიცია მოძრაობა “გაბედეს” წევრებს უფლებას არ აძლევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბოქლომი დაადოს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კანონს არ არღვევენ და ბოქლომის დადებით სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება არ ხდება.

პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, მაჟორიტარული ბიუროების, პროკურატურის, სუსის და სხვა ადმინისტრაციული შენობების შემდეგ, ბოქლომის დადებას ამჯერად ახალგაზრდული ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაზე ცდილობენ.

ათონელზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა. პრეზიდენტის რეზიდენციას სამართალდამცველები იცავენ.

აქტივისტების ძირითადი მოთხოვნაა, სალომე ზურაბიშვილი იყოს შუამავალი რგოლი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიწყოს დიალოგი.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტის მომავალი ჯაჭვი და ბოქლომია.

banner
წინა სტატიაშიაკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის ახალ მუქარას ოპოზიცია ეხმაურება და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს