პოლიცია ამ დრომდე ეძებს საკმაოდ მძიმედ დაჭრილ თავდამსხმელს

პოლიცია ამ დრომდე ეძებს საკმაოდ მძიმედ დაჭრილ თავდამსხმელს. სისხლის კვალს სამართალდამცველები დიღმის ტყე პარკში გაყვნენ. მკვლელი სავარაუდოდ, საშუალო ასაკის და აღნაგობის მამაკაცია, რომელიც ერთმა მეზობელმა დაინახა. დოდო გუგეშაშვილის შვილს 5 სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით, სროლის ხმაზე საძინებლიდან თავად დოდო გუგეშაშვილი გავიდა, შვილს გადაეფარა, რა დროსაც შეირაღებულმა თავდამსხმელმა თადარიგის პოლკოვნიკს გულში ესროლა.

ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მხედრიონის ყოფილი ლიდერი კი, ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, საოპერაციოში შეყვანამდე თადარიგის პოლკოვნიკმა მკვლელის ვინაობაც დაასახელა.

გუგეშაშვილის მეზობლები ამტკიცებენ, რომ გაქცეული თავდამსხმელი დაინახეს, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩანთა ეჭირა. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებულ თავდამსხმელს თავად დოდო გუგეშაშვილმაც ესროლა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა საზეიმოდ განათდა