პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტთან არ უშვებს

ამ დროისთვის, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე „რობოკოპები“ აღარ იმყოფებიან. პარლამენტის შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან მისვლას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე გამოჩნდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახა ბუხრაძე, რომელიც აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა კანონის ჩარჩოში უნდა ჩაჯდნენ.

banner
წინა სტატიაში“ისტორიას რჩება ფაქტები!”- 9 აპრილი, როდიონოვი – დარბევის დრო – 04:00, ივანიშვილი – დარბევის დრო: 05:00 სთ
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!