პოლიცია აბაშაში მოკლული ახალგაზრდის ცხედარს ეძებს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილართან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი მოკლულ ირაკლი კეკელია ეძებენ.

პოლიციის ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელია მოკლულია. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ გუშინ გაავრცელა.

უწყების ცნობით განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. დაკარგულის დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია.

banner
წინა სტატიაშიპროკურორმა მუხტარლისთვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე