პოლარიზაცია საფუძველს იღებს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან – იმედი მაქვს, 6 თვის ვადა საკმარისი დრო იქნება, გონს მოეგონ – წილოსანი

პარტია “ქართული ოცნების” წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, პოლარიზაცია ოპოზიციის „რადიკალური წარმომადგენლებისგან“ იღებს საფუძველს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს სამომავლოდ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.

“პოლარიზაციის წყარო და საფუძველი არ არის მმართველი გუნდი. პოლარიზაცია საფუძველს იღებს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან და როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენ მზად ვართ, მორატორიუმის რეჟიმი იქნება ეს თუ გარკვეული პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპულ გზაზე, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დაცული იყოს დეპოლარიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა. სამწუხაროდ, ამ შემოთავაზებაში არ გვეთანხმებიან ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მათთვის 6 თვის ვადა საკმარისი დრო იქნება, რომ გონს მოეგონ”,-განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშირუსებმა უკრაინაში ხორბლის ყანები დაბომბეს – მოსავალი განადგურებულია
შემდეგი სტატიადასავლეთს არ შეუძლია სამხედრო ჩარევა უკრაინის ომში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად – ბერბოკი