პოლ რაიანი: ტრამპს სირიაში ძალის გამოყენების უფლებამოსილება აქვს

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს ვალდებულება აქვს ქიმიურ შეტევაზე პასუხს უხელმძღვანელოს. არსებული ეჭვების თანახმად, სირიაში, ქალაქ დუმაში 7 აპრილს პრეზიდენტ ასადის არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. პოლ რაიანი თვლის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლება აქვს ამის საპასუხოდ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა და “მისმა ქვეშევრდომებმა, თეირანმა და მოსკოვმა კიდევ ერთი მასობრივი ბოროტება ჩაიდინეს… ვფიქრობ, აშშ ვალდებულია საერთაშორისო თანამეგობრობის საპასუხო ზომებს უხელმძღვანელოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს” – რაიანმა ჟურნალისტებთან თქვა. მისი აზრით, ამისთვის საჭირო არ არის ტრამპს კონგრესმა მისცეს ნებართვა, რადგანაც მას, როგორც აშშ-ს პრეზიდენტს ისედაც საკმარისი უფლებამოსილება აქვს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველო სირიაში ასობით დაღუპულ რუსზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი დათანხმდა “საპასუხო ზომები” მიღებაზე