პოკროვსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს, როცა რუსმა ოკუპანტებმა გარღვევა ტანკების კოლონით სცადეს და ამ მიზნით 28 ტანკიანი კოლონით დაიძრნენ, უკრაინელებმა მათ მედგარი წინააღმდეგობით უპასუხეს. ამის მიუხედავად, უკრაინელთა რესურსი საკმაოდ მწირი იყო, ტანკები კი წინ მოიწევდნენ. როგორც რუსული სამხედრო ტელეარხები წერენ, “ამ დროს ცა გადაწითლდა”, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული დრონები მოფრინდნენ.
ხანმოკლე შეტაკების შემდეგ ბრძოლის ველზე დამწვარი და განადგურებული ტანკები და დახოცილი პირადი შემადგენლობა დარჩა. უკანდახევა და გაქცევა მხოლოდ 8 ტანკმა მოახერხა.















