როგორც უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით “ალფა სიხშირე” იტყობინება, რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებაზე 3 “ქვაბში” ( ალყაში) აღმოჩნდნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ უკანდახევის გზები მოუჭრეს, — რუსი სამხედრო კორესპონდენტები გაჰკივიან, რომ უკრაინული დრონები აკვირდებიან მათთან მიახლოებულ დამატებით ძალებს -სამხედრო კოლონებს და ანადგურებენ ნებისმიერ მომარაგებას.
„სიტუაცია კატასტროფულია, ჯარები თითქმის ალყაშია, დამხმარე პერსონალის ნაკლებობაა, დანაკარგები უზარმაზარია და შედეგები უკვე დიდი ხანია იგრძნობა“, — აღიარებს ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, პოდოლიაკა.
უკრაინული თავდაცვის ძალების წარმატება დნიპროს დაჯგუფების სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, უკრაინული ჯარები ანადგურებენ რუსულ ლოჯისტიკას დობროპილიაში, ხოლო რუსები იძულებულნი არიან უკან დაიხიონ და ფაქტობრივად ვიწრო გასასვლელში გაიჭედნენ, სადაც მათ უკრაინელები ორივე მხრიდან ურტყამენ….















