პოკემონის თამაშისას სან-ფრანცისკოში მამაკაცი მოკლეს

პოკემონის თამაშისას სან-ფრანცისკოში მამაკაცი მოკლეს

1სან-ფრანცისკოში, “აკვატიკის” პარკში ახალგაზრდა მამაკაცი პოკემონის თამაშის დროს მოკლეს -ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
ინციდენტი 6 აგვისტოს საღამოს მოხდა. 20 წლის კევინ რაილი თანამოაზრეებთან ერთად პოკემონებს იჭერდა. რაღაც მომენტში ის ჯგუფს ჩამორჩა. მისი მხლებლების თქმით, მას ზურგიდან მიეპარა უცნობი და ესროლა.
დაშავებული, პირველადი დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

რაილის ოჯახი თვლის, რომ ის შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგანაც მას არასდროს არავის მხრიდან მუქარა არ მიუღია და კონფლიქტიც არავისთან ჰქონდა.
რაილის თანამგზავრებმა, თავის მხრივ თქვეს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, მათ საეჭვო ადამიანი შენიშნეს. ის ამაღლებულ ადგილზე იდგა, საიდანაც მიდამო კარგად ჩანს და მოთამაშეებს აკვირდებოდა. თუმცა, პოკემონებზე მონადირეები თამაშით იყვნენ გართული და თან უკვე ღამდებოდა, ამიტომ მამაკაცის სახე არ შეუნიშნავთ.

6 აგვისტოს პოკემონის თამაში რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთის კონფლიქტის მე-8 წლისთავი (8 აგვისტო)
შემდეგი სტატიაპრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და პრობაციონერებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი შინდისში მიაგეს