პოღოსიანი თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დაეცა- შსს

შსს-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერმა ახალქალაქში, რემიკ პოღოსიანმა სამართალდამცველებთან საუბრისას თავდასხმის ფაქტი უარყო.

მომხდარ ფაქტზე უწყებამ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო:

„შეტყობინება შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ახალქალაქში ჩატარდა გამოკითხვა თარჯიმნის თანდასწრებით. დაზარალებული ამ ეტაპზე რჩება საავადმყოფოში. თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. გამოძიება გრძელდება დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად. მათ შორის მას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა
შემდეგი სტატიაფეხბურთელები და მერიის მაღალჩინოსნები “ოცნების” ოფისში