20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

POG: ზუგდიდის სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ორ პირს 19 და 23 წლით პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურის განცხადებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 31 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 21.4625 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განეთავსებინათ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით, ხოლო მეორეს განაჩენთა ერთობლიობით 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
შემდეგი სტატიაგიორგი ტუმასიანი: დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს