თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბულგარეთში ტრანზიტის მიზნით, საკუთარი სატვირთო ავტომანქანით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა 88 194,6 გრამი (88 კილოგრამზე მეტი) ჰეროინი და 271,7 გრამი დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება.
„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, — აღნიშნულია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

















