32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

POG: სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო,_ ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,286 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც ბათუმში, უკანონოდ მიჰყიდა ერთ პირს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე ტერცია მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ივნისში რუსულ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილს არასერიოზული პოზიცია აქვს თავისივე პარტიის მიმართ